fbpx
Hereti FM

25 აგვისტოდან – ახალი რადიო “ციტრუსი” FM97.3 ბათუმში

339
Share Button

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი ბათუმში ახალ რადიო “ციტრუსს” FM97.3 გაუშვებს.

კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, ციტრუსი მწვანე კონცხის ანძიდან გაეშვება და პირველ ეტაპზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტი მუსიკა და სარეკლამო რგოლები იქნება წარმოდგენილი. რადიო მთლიანად ადგილობრივი თანამშრომლებით დაკომპლექტდება.

საწყის ეტაპზე რადიო “ციტრუსი” დაფარავს ბათუმს, ქობულეთსა და ურეკს, მიმდებარე ტერიტორისა და სანაპირო ზოლს. სამომავლოდ კი აჭარის სხვა მუიციპალიტეტებსაც.

რადიოს მოსმენა მალე შესაძლებელი იქნება ვებგვერდიდანაც www.citrusfm.live

“ვეძებთ მეგობრებს, პარტნიორებს, საინტერესო იდეების ავტორებსა და ინვესტორებს. განვიხილავთ ყველა ურთიერთსასარგებლო წინადადებასა და პროექტს.

ციტრუსი “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” ახალი, პირველი ადგილობრივი დამოუკიდებელი,კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი (რაც გულისხმობს ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუებისა და შემეცნებით-გასართობი პროგრამების წარმოებას) რადიოსადგურია ბათუმში FM97.3 მეგაჰერცის სიხშირის რადიოტალღაზე. ეს არის საუკეთესო ფრეშ მუსიკის და ინფორმაციის ტალღა.

ციტრუსი მრავალფეროვანია! მედიასავეთ მჟავე და ტკბილიც…სასიამოვნო და სასარგებლო, ვიტამინებით სავსე და გამაჯანსაღებელი!ციტრუსი – რომელიც ყველა თაობას გვიყვარს. რადიო ციტრუსი FM97.3, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ,ისევე როგორც გვიყვარს ბათუმი,აჭარა და საქართველო.

გთხოვთ, ნებისმიერ საქმიან წინადადებაზე მოგვწერეთ მეილზე: citrusfm97.3@gmail.com ” – ნათქვამია რადიოს ფეისბუკ გვერდზე. 

მოუსმინეთ რადიოს პრომოებს

ნახეთ TV25-ის მასალა ჩვენზე.

 

“ციტრუსი” სამაუწყებლო კომპანიის რიგით მეოთხე რადიოსადგურია ბათუმში. ჰერეთი საქართველოს ბაზარზე 21 წელია ოპერირებს. კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8, დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5, ინტერნეტში რადიო Relax. კომპანიის 100 % წილის მფლობელია რამაზ სამხარაძე. 

2018 წლის ნოემბერში, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით ჩატარებული მედიამონიტორინგის მიხედვით,რომელიც სამმა ქართულმა ორგანიზაციამ “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” და “საქართველოს ინტერნიუსი” წარმოადგინა, რადიომონიტორინგის მიხედვით, ჰერეთი საქართველოში ერთადერთი კომერციული რადიოა, რომლის ახალი ამბები სიღრმისეული, ანალიტიკური და საერთაშორისო სტანდარტებისაა.

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი