fbpx
Hereti FM

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატები ევროსასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ

30
Share Button

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები ევროსასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ.

განცხადება მათ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.

ლონდონში, სადაც ანგარიშების დაყადაღებაა გასაჩივრებული, ხაზარაძის ინტერესებს სტივენ ქეი დაიცავს.

ის საქართველოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე არსებულ სამართლებრივ ვითარებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში.

26 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000 -700 000 ლარი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი