fbpx
Hereti FM

სალომე ზურაბიშვილმა პრესსპიკერი თანამდებობიდან გაათავისუფლა

441
Share Button

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ხატია მოისწრაფიშვილი მისი პრესსპიკერი აღარ არის, – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.

მედიასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ირინა შენგელია მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მოისწრაფიშვილი რჩება ადმინისტრაციაში და მუშაობას აგრძელებს კომუნიკაციების დეპარტამენტში.

გადააყენეს თუ არა ის “რუსთავი 2”-დან გათავისუფლებული ნოდარ მელაძის მხარდამჭერი ფეისბუქპოსტის გამო, ადმინისტრაციაში ამ კითხვაზე არ პასუხობენ.

ონლაინ მედიაში უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხატია მოისწრაფიშვილის გათავისულფების მიზეზი ნოდარ მელაძისადმის გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტი გახრდა.

ამ თემაზე არ ლაპარაკობს თავად მოისწრაფიშვილი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი