fbpx
Hereti FM

18 წელი 11 სექტემბერის ტერაქტიდან

151
Share Button

18 წელი გავიდა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან.

2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19-მა წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

ადგილობრივი დროით 08:46-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ე.წ ტყუპები) ჩრდილოეთ შენობას ნიუ-იორკში პირველი თვითმფრინავი დაეჯახა. 09:03-ზე კი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობას – მეორე სამგზავრო ლაინერი.

09:37-ზე, მესამე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. ხოლო 10:03-ზე, მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა 3 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო.

2001 წლის 11 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერაქტის სახელით შევიდა. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი