მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ბათუმში 1600 საბავშვო ბაღში ვერ მოხვდა

ბათუმში, 1600 ბავშვი საჯარო ბაღში ვერ მიიღეს, ქალაქში არსებულ 33 საჯარო ბაღში საკმარისი ადგილები არ არის.

მოთხოვნა გაცილებით დიდია, ხოლო სკოლამდელი დაწესებულების რაოდენობა არასაკმარისი.

ზუსტი სტატისტიკა ბათუმის ბაღების გაერთიანებაში არ აქვთ, თუმცა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ბაღის გარეშე, 1600-მდე მოზარდი დარჩება. განსაკუთრებული პრობლემა ქალაქის ცენტრალურ ნაწილიშა, სადაც მოთხოვნა გაორმაგდა, ტერიტორიაზე კი სულ 6 ბაღი ფუნქციონირებს.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ როგორც გასულ წელს, ბათუმში კვლავ 33 ბაღი ფუნქციონირებს, ახალის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე დაიწყო და მხოლოდ მომავალ წელს გაიხსნება.

ბოლო ოთხი წლის განამავლობაში, ბათუმში სკოლებისა და ბაღების დეფიციტია, ყოველწლიურად იმატებს იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ვერ ხვდებიან უფასო ბაღებში და დატვირთვა კერძო სექტორზე გადავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button