მნიშვნელოვანისაქართველო

“ლელო” – მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა.“

ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: “მშობლიურო ჩემო მიწავ” ერთი სტროფი წაიკითხა.

ახალი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, სურს, იღვაწოს და საქმე გააკეთოს ყველასთვის, გამარჯვება კი იქნება, როდესაც საქართველოში ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button