მნიშვნელოვანისაქართველო

2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. საქართველოში 55 000-მდე პირველკლასელია. საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 პირველკლასელი მოსწავლე დარეგისტრირდა.

ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

ამასთან, სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

დღეს, 16 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი განახლდა მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button