მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

მცირე მარნები – სტაბილურობის გარანტი მეღვინეობაში

  • სარეკლამო სტატია

ღვინის მარნების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. თუკი 2012 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 100-ს შეადგენდა, დღეს თითქმის გააათმაგებულია და 1000-ს უტოლდება, მათგან უმეტესი მცირე ტიპის მარანია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას ინფორმაციით, მცირე მარნების უნიკალურობას ხარისხი წარმოადგენს. მათ უმეტესობას აქცენტი გადატანილი აქვს ბიო მეურნეობაზე, რომელიც ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია.

-„წარმოებისთვის აუცილებელია დარეგისტრირება ღვინის ეროვნულ სააგენტოში. ეს არ არის რთული პროცესი და შესაძებელია ონლაინ, ვებგვერდზეც მოხდეს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენი მარანია რეგისტრირებული. მეტი წილი, 70-80%  მოდის სწორედ მცირე მარნებზე. ყველაზე კარგი მაგალითი და ბიძგი იყო რამდენიმე მცირე მარნის წარმატება, რომელმაც სხვებს სტიმულირება მისცა  რომ მეღვინეობაში ჩაბმულიყვნენ.  მცირე მარნების არსებობა დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ 10 და 20 მძლავრი მარნის ფუქნციონირება ვერ შექმნის  სტაბილურობას. ამის გარანტია არის სწორედ მცირე მარნები. ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება და რეგისტრირდება ამ ტიპის საწარმოები.  კახეთში თუ გაივლით დაინახავთ, რომ თითო სოფელში 2 მცირე მარანი მაინც ფუნქციონირებს. ოჯახური მარნები ვისაც აქვთ, თავიანთ მოსავალს იქვე წურავენ. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებისა და ახლობლების ყურძენსაც იბარებენ. ძალიან მალე რომ ვერ მოხდეს ღვინის რეალიზაცია, ამას არა უჭირს, რადგან ღვინო, ყურძნისგან განსხვავებით, არ არის მალფუჭებადი. თუ ღვინო სწორად დაყენებულია, შესაძლებელია მისი წლების მანძლზე შენახვა. მცირე ტიპის მარნების უმეტესობას აქცენტი აქვს აღებული ბიო მეურნეობებზე, რომელიც ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი და დაფასებულია, მათი რეალიზაცია პრემიუმ ფასად ხდება,“ – ამბობს მეხუზლა.

ღვინის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მცირე მარნებს დიდი ადგილი უკავია ღვინის ტურიზმის განვითარებაში

-„ღვინის ტურიზმი პირდაპირ კავშირშია მცირე მარნების განვითარებასთან. ტურისტების სიმრავლე უფრო მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე დიდი საწარმოებისთვის. ამ თემაზე ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. რთველი კახეთში ახლა დაიწყო და იმედი მაქვს, ტურისტების რაოდენობა გაზირდება“.

იმისთვის რომ დაინტერესებულა პირმა მარანი მოაწყოს, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სახლმწიფო პროგრამებში. დაწეროს პროექტი და დაფინანსებაც მოიპოვიოს. ამის შემდეგ, ღვინის პოპულარიზაციის პროცესში კი ღვინის ეროვნული სააგენტო დაეხმარება. ქვეყნის შიგნითა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამართულ გამოფენებზე მცირე და საშუალო ტიპის მარნები აქტიურად მონაწილეობენ, რაც ღვინის რეალიზაციაში ეხმარებათ.

-„ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მეწარმეებთან. საზღვარგარეთ და საქართველოშც აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენებში, კონკურსებში, ზოგი მათგანი მცირე ზოგი კი დიდ მარნებზეა გათვლილი. საქართველოში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ახალი ღვინის ფესტივალი, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი, “ვაინ ექსპო“, ქვევრის ღვინისა და საფერავის კონკურსები, ასევე, პირველ სექტემბერს თბილისში გაიმართა ქვევრის ღვინის ფესტივალი . თბილისის მერიასთან ერთად ჩვენც ვიყავით ორგანიზატორები. ასევე,  ჩამოგვყავს სპეციალისტები, დისტრიბუტორები, სომელიეები და რესტორატორები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ადგილზე მიდიან მცირე მარნებში. არჩევენ ღვინის და შემდეგ უკეთებენ რეალიზაციას. ოქტომბერში ჩამოგვყავს დელეგაცია აშშ-დან, კერძოდ ბოსტონიდან, რომლებიც დაივლიან მცოირე მარნებს და შეარჩევენ ღვინოებს.  გამოფენა Raw Wine ნიუ იორკში და ლოს ანჟელესშიც მცირე მარნებისთვისაა გათვლილი. იმ გამოფენაზე, სადაც დიდი მარნებია წარმოდგენილი დადის სულ სხვა მყიდველი. მცირე მარნების გამოფენას ძირითადად სტუმრობენ რესტორნის მეპატრონეები, რომლებიც არჩევენ განსაკუთრებულ ღვინოს. სწორედ ამ გამოფენის შედეგია რომ ერთ-ერთი მცირე მარნის ღვინო არის წარმოდგენილი ლონდონის სასტუმროსა და კოპენჰაგენის ცნობილ რესტორანში, რომელიც მსოფლიო რესტორნების ხუთეულშია. ”-აცხადებს მეხუზლა.

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია და როგორც უკვე აღინიშნა ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მცირე და საშუალო მარნები, რომლებიც საკუთარ მოსავალთან ერთად, მევენახეებისგანაც იბარებენ ყურძენს. სწორედ მათ მაგალითზე, ბევრი მევენახე ფიქრობს  ამ გზით წასვლას, რომ თავად დაამზადოონ საკუთარი ყურძნისგან ღვინო და არ იყვნენ დამოკიდებულები საწარმოების მიერ შეთავაზებულ ყურძნის საბაზრო ფასებზე. წელს კახეთში 200 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ  9 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები. 17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 70 00 ათასამდე ყურძენია გადამუშავებული.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button