რადიოფერმერი

რადიოფერმერი -23,06,2017

ყვარელში მასშტაბური ღონისძიება “რეგიონიდან რეგიონისთვის” იმართება, რომელიც პროექტის “MOLI კახეთში” მიერ არის ინიცირებული.

ღონისძიება მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში მოქმედი ერთის მხრივ, რძის გადამამუშავებელი საწარმოების და ხორცის დამამზადებლების და მეორეს მხრივ, სასტუმროების და რესტორნების ურთიერთგაცნობას, მომავალში შესაძლო საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების პერსპექტივით. ღონისძიებაზე, რძის გადამამუშავებელი საწარმოები, სადეგუსტაციოდ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას წარმოადგენენ.

ჩვენ ამ ღონისძიებიდან გადაცემის მიმდინარეობისას პირდაპირი ჩართვა გველოდება. ღია ეთერში დავუკავშირდებით პროექტის “მოლი კახეთში” მენეჯერს ალესანდრე ღოღობერიძეს.

გარდა ამისა, ჩვენი გადაცემის სტუდიის სტუმარი იქნება ორგანიზაცია “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი ლაგოდეხში ჯუბა მარუაშვილი. მასთან ერთად კი ENPARD-ის მიერ განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტების შესახებ ვისაუბრებთ.

მოუსმინეთ გადაცემას, რეომელსაც გიორგი ალადაშვილი უძღვება►

გადაცემის მხარდამჭერია პროექტი MOLI კახეთში რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია HEKS/EPER ოფისი სამხრეთ კავკასიაში, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.

The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.

radiofarmer

DSCN6925

DSCN6939

DSCN6945

DSCN6952

მსგავსი პოსტები

Back to top button