საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი შენობა სავარაუდოდ 2020 წელს ექნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტი გამოვლინდა.

კონკურსში შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა, რომელმაც 14 227 ხმა მიიღო.

კონკურსში კიდევ ორი პროექტი მონაწილეობდა.

როგორც მაუწყებელში განმარტეს, გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა.
მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.

მშენებლობაზე ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.

8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.

download (1)

download

 

მსგავსი პოსტები

Back to top button