მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქვეითს ავტომობილი შეეჯახა და ადგილზე გარდაცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში მსხვერპლით დასრულდა.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა იმ დროს შეეჯახა, როდესაც საავტომობილო გზას კვეთდა. 80 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მძღოლს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button