მნიშვნელოვანისაქართველო

“უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს განაცდურის სახით 650 ათასი ლარი გადაუხადეს”

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში, სხვადასხვა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს განაცდურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი გადაუხადეს. უკვე დასრულებული და ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავების შეახებ ინფორმაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”გამოითხოვა და კვლევას აასაჯაროებს.

ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს 384 ყოფილი თანამშრომელი ედავება, საქმეების მესამედი უკვე დასრულებულია, აქედან უმეტესობა სახელწმიფომ წააგო.

“საია-ში” განმარტავენ, რომ უკანონო გათავისუფლებების გარდა, კიდევ ერთი პრობლემა წაგებული საქმეების საჯარო უწყებების მიერ სამივე ინსტანციაში გასაჩივრებაა, რის გამოც ბიუჯეტის ხარჯი კიდევ უფრო იზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button