მნიშვნელოვანირეგიონი

ღოღობერიძეს და ჩხვირკიას 1,6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

8 თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმში, 11-12 მარტის მოვლენების მასობრივი ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ ღოღობერიძე და ჩხვირკია სასამართლომ საქმის ძირითად ნაწილში გაამართლა.მოსამართლემ ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურა მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებოდა ბრალდებულებს არ დასტურდება.

თუმცა მოსამართლე თვლის, რომ ორივე ბრალდებულმა დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელმაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.

მსგავსი პოსტები

Back to top button