Hereti FM

ბათუმის “დინამოს” მწვრთნელი გია გეგუჩაძე გახდა

421
Share Button

ბათუმის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

საფეხბურთო კლუბს გია გეგუჩაძე ჩაუდგა სათავეში. გია გეგუჩაძე სხვადასხვა დროს თბილისის დინამოს, ზესტაფონს და ქუთაისის ტორპედოს წვრთნიდა. იგი ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე კლუბი ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა.

52 წლის სპეციალისტმა ეს 2004 წელს შეძლო, როდესაც თბილისის “დინამო” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. გია გეგუჩაძის განცხადებით, სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, ოფიციალურ კონტრაქტს რამდენიმე დღეში გააფორმებს, საქმეს კი მომავალი კვირიდან შეუდგება.

 

 

ინფორმაციის წყარო

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი