მნიშვნელოვანირეგიონი

თალავში მამაკაცი დაჭრეს – ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომაქანაში ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.

ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის ქალი, მძიმედ დაშავდნენ გარდაცვლილის შვილი და რძალი. ასევე მსუბუქი დაზიანებები მიიღო მცირეწლოვანმა ბავშვმა, რომელსაც დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში კი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცები მეგობართან იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც მათ შორის დაპირისპირება დაიწყო, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

დაშავებულ მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ორივე შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button