მნიშვნელოვანისპორტი

ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

პიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 92 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენებმა მოიყარეს თავი.

საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადაა, ნინო წიკლაური კი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული კარიერის მანძილზე მესამედ წარდგება.

ოლიმპიადის დებიუტანტები არიან ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი, საციგაო დისციპლინაში კი გიორგი სოღოიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button