Hereti FM

ბორჯღალოსნებმა ბელგია 47:0 დაამარცხა

133

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ქუთაისის “აია არენაზე” ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სრული უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში შეინარჩუნა. მატჩის პირველი ნახევარში ბორჯღალოსნებმა 28 უპასუხო ქულა დააგროვეს.

სტუმრებმა შეხვედრის მეორე ნახევარშიც ვერ შეძლეს მასპინძლებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 17 თებერვალს, გერმანიის ქალაქ ოფენბახში, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 3 მარტს, “მიხეილ მესხზე” ესპანეთს მიიღებს.

რადიო ჰერეთი