მნიშვნელოვანი

,,ეს არის დამკვიდრებული მავნე ინერციის შედეგი“ – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრალესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, 28 თებერვალს, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევა ,,არის შედეგი იმ მავნე დამკვიდრებული ინერციისა, რომელიც ბიზნესის წარმართვას სრულიად არარეგულირებად სფეროში, მიიჩნევდა ნორმალურად“. ამის შესახებ დეპუტატმა რადიო თბილისის ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა. გია ჟორჟოლიანის თქმით, ,,მიდგომა, რომ ბაზარს ხელს უშლის რეგულაციები, არის უვიცობა და ანტიჰუმანური“.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამშენებლო და სხვა ბიზნეს სექტორის მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება საკმარისი არ არის და საჭიროა აღსრულების ეფექტური მექანიზმის შემოღება. მისი თქმით, საზოგადოებაში რეგულაციების მიმართ მცდარი დამოკიდებულებაა და მათ შორის, საკითხზე ერთსულოვნება არც ,,ქართული ოცნების“ გუნდშია.

მოისმინეთ გია ჟორჟოლიანის ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button