მნიშვნელოვანი

,,ქალთა მოძრაობის” აქციის მონაწილეებისთვის კვერცხების დაშენის გამო, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

„ქალთა მოძრაობის“ აქცია და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ კონტრაქცია იუსტიციის სამინისტროსთან, ერთი პირის დაკავებით დასრულდა. კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა პარალელურ აქციაზე მდგომ მოქალაქეებს კვერცხები დაუშინა.

„ქალთა მოძრაობამ“ აქცია ტრანსგენდერი ქალების მხარდასაჭერად გამართა, კონტრაქციის მონაწილეები კი მათივე თქმით, ტრადიციებსა და ზნეობას იცავდნენ.

ორი აქცია, ათეულობით სამართალდამცავს ცოცხალი ძალით ჰქონდა გამიჯნული. სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული გარე პერიმეტრზეც.

მოისმინეთ ,,ქალთა მოძრაობის“ აქციის მონაწილეების, ანა სუბელიანის და ბაია პატარაიას და კონტრაქციის მონაწილეების, ლევან ჩხაიძის და გიორგი ქუთათელაძის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button