fbpx
Hereti FM

მე-8 სართულიდან გადამხტარი მოზარდის საქმე, კიბერუსაფრთოხების განყოფილებას გადაეცა

473
Share Button

გამოძიებამ იმ 16 წლის მოზარდის საქმე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მე-8 სართულიდან გადახტა, კიბერუსაფრთოხების განყოფილებას გადასცა. ამის შესახებ არასრულწლოვნის დამ, სალომე შონიამ რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ შემთხვევას სახიფათო ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ, რასაც მანამდე უარყოფდნენ.

სალომე შონია აღნიშნავს, რომ შემთხვევამდე, მოზარდმა მეგობრებთან კონტაქტი გაწყვიტა და ინტერნეტში უცხო პირებთან ჰქონდა ურთიერთობა. ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვი მუქარის შეტყობინებებსაც იღებდა.

სალომე შონიას თქმით, მისი ძმის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია, თუმცა შემთხვევის შესახებ ჯერ არ უსაუბრია.

მოისმინეთ სალომე შონიას ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი