სპორტი

უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა.

უმცროსი ბორჯღალოსნები პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე შეჯიბრების ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, 5 ლელო გაუტანეს და 25:0 დაამარცხეს.

ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეოთხედ შეხვდება საფრანგეთს, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთს მოუგო – 38:7.

ფინალი 31 მარტს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button