Hereti FM

„ჩვენ გვმართებს უფრო მოქნილი და ხისტი დიპლომატია რუსეთთან“ – ვახტანგ მაისაია

59

სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაის თქმით, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში პირდაპირი, მოქნილი და ხისტი დიპლომატია უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ მაისაიამ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“, რუსეთის მიერ საქართველოს სიახლოვეს, დივიზიების განლაგებაზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ მაისაის თქმით, მაშინ, როცა რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებაშია ჩართული, საპასუხოდ კი პოლიტიკურ სანქციებს იღებს, ერთადერთი, ვისაც საქართველოს დახმარება შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატებია.

შეგახსენებთ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს უშუალო სიახლოვეს, რუსეთი დამატებით, 2 დივიზიის განლაგებას გეგმავს.

მოისმინეთ ვახტანგ მაისაიას ხმა.

რადიო ჰერეთი