fbpx
Hereti FM

GRASS – სოფიო კილაძის განცხადებაზე: დისკრიმინაციული ფაქტის გადაფარვის მცდელობა, ახალისებს კანის ფერის მიხედვით ადამიანის დისკრიმინაციას

572
Share Button

საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტების მენეჯერის მარიამ წიწიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდს პრაქტიკულად არ გაუკეთებია ცალსახა განცხადება, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონზე მომხდარ შემთხვევას უკომპრომისოდ დაგმობდა.

მარიამ წიწიკაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო კილაძის განცხადება მცდელობაა, გადაიფაროს დისკრიმინაციული ფაქტი.

,,სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ჩხუბი შეიძლება მოხდეს ყველგან და ეჭვიც კი შეიტანა, რომ ფაქტი რასისტული ნიშნით მოხდა. მცდელობა, რომ გადაიფაროს ეს ძალიან დისკრიმინაციული ფაქტი, პირიქით, ახალისებს რასის და კანის ფერის მიხედვით ადამიანის დისრიმინაციას“, – განაცხადა მარიამ წიწიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიგერიელი სტუდენტები ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკრიმინაციულ ნიადაგზე, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. 8 აპრილს, სტადიონზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი, საქმის გადაკვალიფიცირებას და საქმეში 53-ე პრიმა მუხლის დამატებას ითხოვენ, რაც გულისხმობს დისკრიმანიაციას რასის, კანის ფერის და სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

მოისმინეთ მარიამ წიწიკაშვილის ხმა

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი