fbpx
Hereti FM

,,ბიძინა ივანიშვილს აწყობს ,,ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები“ – კოტე იოსელიანი

564
Share Button

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი მიიჩნევს, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ბიძინა ივანიშვილი დაპირისპირებული მხარეების სამართავად იყენებს.

,,თითოეული დაჯგუფების წევრი მიდის ბიძინა ივანიშვილთან და ლანძღავს ყველა დანარჩენს. მისთვის ეს არის ძალიან კომფორტული, რომ ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც მხოლოდ ნეპოტიზმი და კორუფცია აინტერესებს, ამგვარი გზებით მართოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ კოტე იოსელიანმა აღნიშნა, თავის მხრივ, ,,ქართული ოცნების“ სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის თვალში უპირატესობა მოიპოვონ.

კოტე იოსელიანის თქმით, ამ პროცესში ახალი არაფერია.

,,ორი თვის წინ, როდესაც ბიძინა გეგიძემ ცალკე ფრაქცია ჩამოაყალიბა, აზრთა ჭიდილის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, არა. მეტი რესურსი რომ მიეღოთ სახელმწიფოსაგან, ამიტომ გაკეთდა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა კოტე იოსელიანმა.

მოისმინეთ კოტე იოსელიანის ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი