fbpx
Hereti FM

,,ქართული ოცნების“ წევრები ბიძინა ივანიშვილის ყურადღების მიქცევას ტელევიზორიდან ცდილობენ“, – თორნიკე შარაშენიძე

486
Share Button

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, ,,ქართულ ოცნებაში“ ბოლო დროს მიმდინარე პროცესებში, ბიძინა ივანიშვილის გავლენას ვერ ხედავს. როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ თორნიკე შარაშენიძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, პარტიის წევრებმა ივანიშვილთან უშუალოდ შეხვედრა ვერ მოახერხეს და ახლა მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით ცდილობენ მისი ყურადღების მიქცევას.

,,ორივე გუნდი ცდოლობს, თავისი სიმართლე მიიტანოს ივანიშვილამდე, მაგრამ ჯერჯერობით, მე მგონი, ვერც ერთმა ვერ მოახერხა ეს და ახლა მიდის გაჯიბრება ეთერებში, რომ ტელევიზორიდან მიიქციონ ბიძინა ივანიშვილის ყურადღება“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

პოლიტოლოგის აზრით, ე.წ. ,,ძველების“ გუნდს მიაჩნია, რომ პრივილეგირებული უნდა იყოს, რადგან წინა მოწვევის პარლამენტშიც, უმრავლესობას წარმოადგენდნენ და ვერ ეგუებიან, რომ ,,ახლები“ უფრო გავლენიანები არიან და მეტად ჩანან ეთერებში.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, დაპირისპირების მიუხედავად, ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე დაშლას ვერ გაბედავს, რადგან ივანიშვილს პარლამენტში უმრავლესობა სჭირდება.

,,უმრავლესობა დარჩება რაღაც ფორმით, რადგან უმრავლესობა პარლამენტში სჭირდება იმ ადამიანს, ვინც ისინი ყველანი მიიყვანა. რასაკვირველია, ეს ადამიანი არ დაუშვებს, რომ უმრავლესობა ხელში ჩაუვარდეს ოპოზიციას“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მოისმინეთ თორნიკე შარაშენიძის ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი