Hereti FM

,,სოფლის მეურნეობაში ჩაყრილი ფულის მიუხედავად, არანაირი შედეგი არ არის“ – რომან გოცირიძე

208

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა და თანხების მიმართვის მიუხედავად, ამ სფეროში მაჩვენებლები უარესდება.

,,მარტო სოფლის მეურნეობაში, მილიარდ ნახევარი ჩაიყარა, ათას ხვნაში, თესვაში, იაფიანი აგრო სესხები, ,,აწარმოე საქართველოში“ და დღეს თუ ნახავთ სტატისტიკას, ყველა მიმართულებით არის კლება ნატურით. ანუ, მიუხედავად ფულის ჩაყრისა, არაფერი შედეგი არ არის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ და აღნიშნა, რომ მსგავსი მიმართულებით ფულის ხარჯვა, ხელისუფლების პოპულისტური ნაბიჯია.

მოისმინეთ რომან გოცირიძის ხმა.

რადიო ჰერეთი