Hereti FM

ძიუდოისტები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

91
Share Button

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა გაავრცელა იმ სპორტსმენთა სია, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. ამით უპასუხა ლიპარტელიანმა ქევხიშვილის მიერ ერთ-ერთ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, თითქოს აქციაში მხოლოდ რამდენიმე ძიუდოისტია ჩართული და ნაკრების წევრთა ნაწილი მომავალი შეჯიბრებებისთვის ემზადება, ნაწილი კი მხოლოდ ხათრის გამო დგას აქციის ინიციატორი ძიუდოისტების გვერდით.

ლიპარტელიანის მიერ გავრცელებულ სიაშია ეროვნული ნაკრების აბსოლუტურად ყველა წევრი, ასევე ნაკრების კანდიდატთა უმრავლესობა.

სპორტსმენებმა უნდობლობა გამოუცხადეს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შექმნილ კომისიას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, შეხვედრას ითხოვენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა ნაწილი, უკვე სამი კვირაა, პროტესტის ნიშნად აღარ ვარჯიშობს.

ისინი ამბობენ, რომ დავით ქევხიშვილის პრეზიდენტად დარჩენის შემთხვევაში არც ერთ შეჯიბრებაში აღარ მიიღებენ მონაწილეობას, ეს პროტესტი კარიერის დასრულების ფასადაც რომ დაუჯდეთ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი