Hereti FM

ქევხიშვილის შეთავაზება და ძიუდოისტების უარი

144

ძიუდოისტების პროტესტი გრძელდება, მათი მოთხოვნა კვლავაც უცვლელია. სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

მათი მოთხოვნის პარალელურად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი საპასუხო განცხადებას ავრცელებს და ძიუდოისტებს კონკრეტულ პირობებს უყენებს, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ის მზადაა, დატოვოს თანამდებობა. ქევხიშვილის შეთავაზება ძიუდოისტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ძიუდოისტის ვარლამ ლიპარტელიანის ხმა ►

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ძიუდოისტებს რამდენიმე წინადადებას სთავაზობს. ქევხიშვილი სპორტსმენებს „ფეისბუქის“ საშუალებით მიმართავს და წერს, რომ მისი ქმედებები პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული.

ციტატა ქევხიშვილის წერილიდან ►

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა ნაწილი, უკვე სამი კვირაა, პროტესტის ნიშნად აღარ ვარჯიშობს. ისინი ამბობენ, რომ დავით ქევხიშვილის პრეზიდენტად დარჩენის შემთხვევაში არც ერთ შეჯიბრებაში აღარ მიიღებენ მონაწილეობას, ეს პროტესტი კარიერის დასრულების ფასადაც რომ დაუჯდეთ. ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს ქართული ძიუდოს არასწორ მართვაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. 

რადიო ჰერეთი