მნიშვნელოვანირეგიონი

მოშლილი გზები და დასეტყვილი მოსავალი – ორდღიანი სტიქია გურჯაანში

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გურჯაანის 10-მდე სოფელში გზები და მოსავალი გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველიც. დაზარალებულები ხელისუფლებას ბანკებთან შეამდგომლაბას სთხოვენ, რათა სესხების გადახდა გადავადდეს. რას ამბობენ გურჯაანის მერიაში, როგორია მათი გეგმა სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად?

რამდენიმესაათაიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზები დააზიანდა. იმის გამო, რომ სანიაღვრე არხებმა მომეტებული წყალი ვერ გაატარა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფებიც. სტიქია იყო სოფლებში: ძირკოკში, კოლაგში, ვეჯინში, ბაკურციხეში, კარდენახში,შაშიანსა და კალაურში. კალაურში გზებთან ერთად დაიტბორა ვენახები. სტიქიას ებრძოდნენ ქალაქ გურჯაანშიც. როგორც ადგილობრივები ამბობს, მოვარდნილი წყლისთვის ტრაქტორით მიმართულება რომ არ შეეცვალათ, შედეგები კიდევ უფრო სავალალო იქნებოდა.

„ოთახი ახალი გარემონტებული მქონდა და გაფუჭდა. სარდაფი წყლით არის სავსე. სანიაღვრეები, რომ გასაწმენდია მაგიტომ შემოგვივარდა წყალი. ჩვენ ვითხოვთ, რომ გააკეთონ გზაც და გაიწმინდოს სანიაღვრეებიც, რომ აღარ განმეორდეს მსგავი“

„ღამითვე გამოვიძახეთ ტრაქტორი, რომელიც დაგვეხმარა იმაში, რომ გაგვეწმინდა ხევი და მთავარი ქუჩა მთლიანად არ წაეღო. როგორც შეგვეძლო დატბორვა ნაწილობრივ თავიდან ავიცილეთ“, – განაცხადეს ადგილობრივებმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტს სტიქია უკვე მეორე დღეა უტევს. 11 ივნისს მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ 4 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. ზარალი ციფრებში დათვლილი არ არის, თუმცა ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რათა ბანკებთან შუამდგომლობის გზით სესხების გადავადება მოხდეს. 11 ივნისის სტიქიამ გურჯაანის სოფლებში: მელაანში, ნანიანში, ქოდალოსა და არაშენდაში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველიც.

ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ მოგვხედონ. ბანკის პროცენტიანი სესხები გვაქვს აღებული. მას გასტუმრება უნდა. ჩვენ  მოავლის  იმედი გვქონდა რომ ბანკიც დაგვეფარა და ცოტა ფული მაინც დაგვრჩენოდა. აეხლა კი სტიქიამ  სულ დაგვაზარალა. ნახევარზე მეტი გაანადგურა და არ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ პროცენტები გადავიხადოთ”

ეზო მთლიანად დაიტბორა. არაფერი აღარ ვარგა.  ფრინველი დაგვეხოცა. სახლში იატაკები სულ გაგვიფუჭა, თუმცა მაცივარი, სარეცხის და ჭურჭლის მანქანა სავარაუდოდ  გადარჩა”, – ქვეს დაზარალებულებმა. 

სტიქიის მასშტაბებზე და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა. ის ამობს, რომ ვიდრე მდინარეებში წყლის ნაკადი არ დაიკლებს, გაწმედნით სამუშაოებს ვერ დაიწყებენ. ამის შემდეგ დაითვლიან სეტყვისგან მიყენებულ ზარალსაც.

ველოდებით წყლის დონის დაწევას, რათა მაქსიმალურად  მოვაწესრიგოთ   მოშლილი ინფრასტრუქტურა. დაახლოებით 5 -6 სოფელში გაგვიფუჭა  გზები.   ქალაქშიც ცენტრალურ მაგისტრალზე გადმოვიდა  წყალი, მაგრამ უკვე გასუფთავებულია.  რაც შეეხება  წინა ღამის სტიქიას, სამუშაოები ვერ დავიწყეთ, რადგან დღეს იგივე მდგომარეობა განმეორდა. ამის გამო სეტყვისგან მიყენებული ზარალიც ჯერ არ დაგვითვლია, თუმცა მოგვიანებით  შევეცდებით ზარალი დავთვალოთ”, – განაცხადა მერმა არჩილ ხანდამაშვილმა. 

11-12 ივნისის ძლიერი წვიმის და სეტყვსის შედეგად კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა, თუმცა პრობლემები მოსახლეობას  მხოლოდ გურჯაანში შეექმნა.  აღსანიშნავია, რომ  თითქმის უკვე სამი კვირაა კახეთში დროგამოშვებით წვიმს.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button