სპორტი

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს გამოეთიშა

რუსეთში გაიმართა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

მასპინძელმა, რუსეთის ნაკრებმა, მერვედფინალში სძლია ესპანეთის გუნდს.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. დამატებით დროში გოლი ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაიტანა.

პენალტებით, ანგარიშით, 4:3 რუსეთის ნაკრებმა გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button