მნიშვნელოვანისაქართველო

მთავრობის განახლებული შემადგენლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

კაბინეტში სამი ახალი მინისტრია: ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იქნება, ეკონომიკის მინისტრის პოსტი გიორგი ქობულიამ დაიკავა, ხოლო განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იქნება, მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს.

პოსტს ინარჩუნებს მინისტრთა კაბინეტის ძალოვანი უწყებების ბლოკი, მათ შორის თეა წულუკიანიც, რომლის შეცვლასაც საზოგადოების ნაწილი ითხოვდა.
კაბინეტი 10 მინისტრისა და 1 სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით დაკომპლექტდა.

პროცედურის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს, რის შემდეგაც შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება, რასაც დამტკიცებამდე კომიტეტებში განხილვები მოჰყვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button