მსოფლიო

აშშ-ში ნავი ჩაიძირა, გარდაცვლილია 11 ადამიანი

მისურის შტატში ტურისტული ნავი შტორმში მოყვა და ტბაში ჩაიძირა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 11 ადამიანი.

მაშველები 5 დაკარგულ ტურისტს ეძებენ, ნავში სულ 30 ადამიანი იმყოფებოდა.

მოულოდნელი ძლიერი ქარის გამო, ნავი ჯერ ამობრუნდა, შემდეგ კი ჩაძირვა დაიწყო.

თვითმხილველების განცხადებით, ტბაში ორი ტურისტული ნავი იყო გასული, ერთ-ერთმა ნაპირზე გამოსვლა მოახერხა, მეორე კი ქარმა სიღრმისკენ წაიღო და ჩაიძირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button