მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სტიქიით დაზარალებულებს ფინანსურად არ დაეხმარებიან

მეორე დღეა ლაგოდეხსა და სიღნაღში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაობი კი წუხელ დასრულდა.

დიდი რაოდენობით მოსულმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზრალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ელექტროტექნიკა, დაიხოცა შინაური ფრინველი.

დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, დაეხმარებიან თუ არა ფინანსურად?

ლაგოდეხისა და სიღნაღის მერიაში თქვეს, რომ მოსახლეობას ფინანსურად ვერ დაეხმარებიან.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button