Hereti FM

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის სამმა მოქალაქემ მიმართა

1 124
Share Button

საბერძნეთში, ქალაქ ათენის გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის სამმა მოქალაქემ მიმართა.

ერთ-ერთი მათგანი, გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს ხანძრის ზონიდან- ამის შესახებ ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მოუწოდებს მოქალაქეებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე (ნომერზე +306995779793).

ათენის გარეუბანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლს 50 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა.

დაიწვა ათეულობით საცხოვრებელი სახლი.

ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. საბერძნეთის ხელისუფლება მოკავშირე ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.

ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ხმა ►

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი