მნიშვნელოვანისაქართველო

“დათუჩა” – ზაზა სარალიძემ მოკლული შვილის სახელობის ფონდი შექმნა

ხორავას ქუჩაზე 7 თვის წინ მოკლულ დავით სარალიძეს დღეს 17 წელი შეუსრულდებოდა.

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძემ დააფუძნა შვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, „დათუჩა.“

ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი შვილის სახელით, ფონდი დაეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებს და სოციალურად დაუცველებს.

მისი ინფორმაციით, ფონდი მთლიანად საზოგადოების შემოწირულობით იარსებებს და პერიოდულად სხვადსხვა საქველმოქმედო აქციას გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button