მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

მამუკა ბახტაძემ გუბერნატორები თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პრემიერ-ინისტრმა 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ბახტაძემ სამსახურიდან გაუშვა შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები.

თანამდებობები შეინარჩუნეს მხოლოდ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითვე, იქმნება ახალი, რეგიონული მართვის სამსახური და მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

სუბარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ეს სამინისტრო მთავრობის სტრუქტურის შეცვლის შედეგად გაუქმდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button