Hereti FM

დამტვერიანებით გამოწვეული ნისლი საქართველოში

2 633

უკვე რამდენიმე საათია ლაგოდეხში, უმეტესად კი მთაში ძლიერი ნისლი და დამტვერიანება შეინიშნება.

ანალოგიური მდგომარეობაა თბილისშიც.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ასეთი პროცესი განპირობებულია ქვეყნის სამხრეთის რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიონის ქედზე შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

მათივე თქმით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია.

ლაგოდეხი – 27,07,2018
რადიო ჰერეთი