Hereti FM

“თუშეთში კლდიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა”

522

11 წლის ბავშვი, რომელიც მთა-თუშეთში კლდიდან გადავარდა იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. დასჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა, კვლევის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

მთა-თუშეთში, სოფელ გოგლურთაში 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა ხევიდან მისი ამოყვანა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

რადიო ჰერეთი