Hereti FM

რა შემთხვევაში დაჯარიმდებით მარიხუანის მოხმარებისას

1 813
Share Button

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც მოქმედებდა მარიხუანის მოხმარებისთვის, რითიც დააკმაყოფილა პარტია “გირჩის” წევრების სარჩელი.

სასამართლო სამი თვის განმავლობაში განიხილავდა ამ სარჩელს.

მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ მარიხუანის მოხმარება ნაწილია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული სფეროსი.

“მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”- წერია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

დღემდე საქართველოში მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების “ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” სამართალდარღვევას წარმოადგენდა. სანქცია კი 500 ლარს შეადგენდა.

ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.მარიხუანას მცირე რაოდენობით კულტივირებისთვის,რაც კანონმდებლობის მიხედვით შეადგენს 10 გრამს, კვლავ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ეს ქმედება სანქციად 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო 151 გრამამდე კულტივირება კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და სრულად გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან.

იმის მიუხედავად, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით ის ზოგიერთ შემთხვევაში მაინც შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. ანუ მაშინ, როდესაც მოხმარება მესამე პირთათვის საფრთხის შემცველ ქმედებას წარმოადგენს.

“სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.”– წერია გადაწყვეტილებაში.

ანალიტიკოსთან თქმით, პარლამენტმა ახლა კანონმდებლობა უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში ამ გადაწყვეტილებასთან, რადგანაც პირობითად მივიღეთ მდგომარეობა, რომ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება არ შეიძლება ხოლო მარიხუანას მოწევა კი ნებადართულია.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, კვლავ არსებობს სიტუაციები, როდესაც ის არ იქნება დასაშვები. მაგალითად ავტომობილის მართვის დროს და სხვა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი