Hereti FM

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს

667
Share Button

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ მთავრობის ადმინისტრაციაში მიიტანეს წერილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზე და 30 საქმე, რომელიც მათი თქმით გამოუძიებელია.

„მათი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ეს საქმეები აუცილებლად გამოიძიონ და სამართლებრივი განაჩენი დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება“ – განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ.

ზვიად კუპრავამ იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი გაეცნობა ამ მძიმე საქმეებს და სამართლის აღსრულების გარანტი იქნება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი