რეგიონისიახლეები

ლაგოდეხში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

ლაგოდეხში “თიბისი ბანკის” ოფისის შესასვლელში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც უწყებაში რადიო “ჰერეთს” განუცხადეს, აპარატიდან წაღებულია გარკვეული თანხა, თუმცა ოდენობას არ აკონკრეტებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button