მნიშვნელოვანირეგიონი

ბათუმში მაღაზიები დაიწვა – დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ბათუმში ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის ნაწილი დაიწვა. ცეცხლმა 10 მაღაზია სრულად გაანადგურა, ასევე დამწვარია სავაჭრო ცენტრის სახურავი.

ხანძარი პუშკინის ქუჩაზე გვიან ღამით ჯერ-ჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაჩნდა. ცეცხლი სულ 560 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუწყო სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ.

ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება.

ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ზარალი დიდია. მეპატრონეებს სავაჭრო ობიექტები დაზღვეული არ ჰქონდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button