მსოფლიო

ძლიერი მიწისძვრა მოხდა იაპონიაში

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში. 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები, რომელიც თითქმის ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, კუნძულ ჰოკაიდოში იგრძნობოდა.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 2 ადამიანი, 40-მდე კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაშავებულთა რაოდენობა 120-ს აჭარბებს. ძლიერმა ბიძგებმა სტიქიის ზონაში მეწყერი გამოიწვია და საცხოვრებელი სახლები ქვეშ მოიყოლა.

ელექტროენერგიის გარეშე 5 მილიონზე მეტი აბონენტია დარჩენილი.

ძლიერი მიწისძვრის გამო ჰოკაიდოს გუბერნატორმა რუსეთში ვიზიტი გადადო, თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ჯერჯერობით გეგმა არ შეუცვლია.

სინძო აბე რუსეთში 10 სექტემბერს უნდა ჩავიდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button