Hereti FM

10 წლით პატიმრობა მიესაჯა მოკრივე ავთანდილ ხურციძეს

22
Share Button

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ ხურციძე მონაწილეობდა ძალადობრივ დანაშაულებრივ აქტივობებში, მათ შორის გამოძალვაში, ქურდობასა და თაღლითობაში.

ხურციძე 2017 წლის ივლისში ნიუ-იორკში დააკავეს კიდევ რამდენიმე პირთან ერთად.

“ჩემი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი ახლაც არ მეპარება”, – განაცხადა ქართველი მოკრივის დედამ მაყვალა ხურციძემ.

სპორტსმენის ოჯახის წევრებისთვის ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

“თვითონაც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში ერთ წელს მიუსჯიდნენ. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა” , – განაცხადა ავთანდილ ხურციძის დედამ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი