Hereti FM

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე მეორე თამაში მოიგო

457
Share Button

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე უკვე მეორე გამარჯვება მოიპოვა და D დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოარენაზე“ ლატვიას მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო. გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, პენალტით, 78-ე წუთზე.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი ქულაა. მესამე ტურის მატჩს ქართველი ფეხბურთელები 13 ოქტომბერს გამართავენ, თბილისში, ანდორის წინააღმდეგ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი