მნიშვნელოვანისაქართველო

“მთავრობის ახალი წინადადება საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა” – მეუფე იაკობი

“მთავრობის ახალი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა”, – ეს განცხადება პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გააკეთა.

დღეს თბილისში საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს სახელწოდებით “ნარკოპოლიტიკა საქართველოში-გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება”.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „როცა ქვეყანა სუსტია და საზღვრების დაცვაც უჭირს, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა დაფიქრდეს მსგავსი ნაბიჯის გადადგმაზე.

ჟურნალისტების შეკითხვას, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საპატრიარქო, ქორეპისკოპოსმა უპასუხა, რომ ეკლესია სახელმწიფოს ნაწილია, ყოველთვის დაუდგება სახელმწიფოს ძლიერებას და ქვეყანას არავის დააჩაგვრინებს. მეუფე იაკობის თქმით, ეკლესიის პოზიციაა, რომ მარიხუანის მოწევისთვის ადამიანებს არ უნდა აპატიმრებდნენ, თუმცა, უნდა არსებობდეს გარკვეული შემზღუდავი ზომები.

მსგავსი პოსტები

Back to top button