მსოფლიო

ანტალიაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ანტალიას პროვინციაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კუმლუჯადან 65 კილომეტრში დაფიქსირდა, მიწისძვრის კერა კი 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button