Hereti FM

სალომე ზურაბიშვილს ქუთაისში აქციით და შეძახილებით დახვდნენ

524
Share Button

შეძახილებით დახვდნენ ქუთაისში მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენლები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

ისინი ამბობენ, რომ აპროტესტებენ ისეთი ადამიანის ჩასვლას ქუთაისში, რომელიც დღემდე ირწმუნება, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა. მათ საპრეზიდენტო კანდიდატს პუტინის მონა უწოდეს. სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა დარბაზში შესვლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

თავად სალომე ზურაბიშვილი დარბაზში უკანა კარიდან შეიყვანეს. მას არ წაუკითხავს ტრანსფარანტები, რომელიც ადგილობრივებმა მიიტანეს. სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2008 წელს საქართველო თავისივე მოქალაქეებს ბომბავდა.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად ქუთაისში იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძეც, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგელების და სალომე ზურაბიშვილის ხმა ►

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი