მნიშვნელოვანირეგიონი

რძის გადამამუშავებელი საწარმოების პრობლემა კახეთში და HACCP-ის სისტემა, რომლის დანერგვაც ყველას მოუწევს

როგორ მუშაობენ კახეთის რეგიონში რძის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და რამდენი მათგანი აკმაყოფილების წარმოების უმაღლეს სტანდარტს – HACCP-ს?

არასამთავრობო ორგანიზაციამ “მედია ცენტრი კახეთი” სპეციალური კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რა სჭირდებათ მეწარმეებს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტები მკაცრად დაიცვან.

ირკვევა ისიც, რომ რეგიონში მრვალად არიან არარეგისტრირებული მწარმოებლები, რომლებიც პროდუქტს სტანდარტების დაცვის გარეშე აწარმოებენ და შემდეგ მთელ საქართველოში ბრენდირებულ საწარმოზე იაფად ყიდიან.

რა როლი აკისრია სახელმწიფოს ამ პრობლემების მოგვარებაში?

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

რეპორტაჟში გამოყენებულია კვლევა, რომელიც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადდა ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს “კონრად ადენაუერის ფონდი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან” და ასოციაცია “ათინათთან” თანამშრომლობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button