მნიშვნელოვანისაქართველო

ნატო ჩხეიძემ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დატოვა

ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ ფრაქცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დატოვა.

ჩხეიძე გადადგომის მიზეზებს არ ასახელებს – მის გადაწყვეტილებაზე განმარტებების გაკეთებას სესიაზე გეგმავს.

„ფრაქციის დატოვებას ვაპირებ, ამას გავაჟღერებ სესიაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოინახება ერთი დეპუტატი მაინც, რომ ფრაქცია არ დაიშალოს და გააგრძელონ ჩვეული მოღვაწეობა, თუ მუშაობა საქართველოს პარლამენტში და მე ალბათ დავრჩები დამოუკიდებელი დეპუტატი,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მომხდარი მოულოდნელი იყო “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერისთვის. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ნატო ჩხეიძის გუნდიდან წასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს.

“გაოცებული ვარ იმით რასაც ვისმენ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ველოდი ასე გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია დაიშლება ჩვენი ფრაქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button